დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ინსომნია, ანუ უძილობა, ბევრი ადამიანის ცხოვრებასა თუ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. მასთან საბრძოლველად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, მაგრამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ერთი მარტივი და ეფექტიანი მეთოდი, რომელიც ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
კოლუმბიისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყოველდღიურად ბოსტნეულისა და ხილის საკმარისი რაოდენობით მიღება ძილის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. კვლევაში მონაწილეობა 34-მა ჯანმრთელმა ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა საშუალო ასაკი 28 წელი იყო.
დაკვირვების შემდეგ მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ - აღმოჩნდა, რომ იმ დღეებში, როცა მონაწილეები დღის განმავლობაში დაახლოებით 5 ულუფა ხილსა და ბოსტნეულს იღებდნენ, ძილის ხარისხი საშუალოდ 16%-ით უმჯობესდებოდა. ეს იმ დღეებთან შედარებით, როცა ამ პროდუქტებს მცირე რაოდენობით ჭამდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ ხილისა და ბოსტნეულის დღიური რეკომენდაცია სწორედ 5 ულუფაა (მაგალითად, ხილიდან ეს შეიძლება იყოს 2 ქლიავი, 2 მანდარინი, 2 კივი, 3 გარგარი, 7 მარწყვი, 14 ბალი და 6 ლიჩი).
განსაკუთრებით საგულისხმოა ის, რომ გაუმჯობესებული ძილი იმავე ღამით შეიმჩნეოდა, ანუ ეფექტი თითქმის მყისიერია. ამის მიზეზი, შესაძლოა, ამინომჟავა ტრიპტოფანი იყოს, რომელიც ორგანიზმში ძილის ჰორმონად წოდებული მელატონინის გამომუშავებას უწყობს ხელს.