დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკასთან“ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირ სქესიან მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც კანონიც კი მიიღო ამ მიმართულებით და დაიცვა საზოგადოება „ლგბტ“ პროპაგანდისგან.
„ეს არის ყველაზე მძიმე საკითხი, რაზეც შეიძლება მსჯელობა წარიმართოს. ჩვენ არაფრის ფასად არ გვიღირს თუნდაც მომავალ თაობებში, საჯარო სივრცეებში - სკოლებში, ბაღებში „ლგბტ“ პროპაგანდის დაშვება. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები გადავდგით. კანონი მივიღეთ ამ მიმართულებით, რასაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, დიპლომატების მხრიდან. თითქოს გვიწუნებდნენ, რომ ჩვენ არ ვზრუნავდით და არ ვფიქრობდით ადამიანების უფლებების დაცვაზე.
მინდა ყველას შევახსენო, რომ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ქმედითი ნაბიჯები გადადგა და მართლაც ფასი დაადო ადამიანს ჩვენს ქვეყანაში ეს არის „ქართული ოცნება“. შესაბამისად, ის რომ „ლგბტ“ პროპაგანდა, შემდგომში რა გადაწყვეტილებაც მიიღო ევროკავშირში სასამართლომ და დაავალა სახელმწიფოებს, რომ ყველამ უნდა აღიაროს ერთ სქესიანი ოჯახები, ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ იმ მიზნისკენ სიარული, რასაც ემსახურება ის მიზანი, რის საფუძველზეც ჩაგრავენ ჩვენნაირ ქვეყნებს. თითქოსდა ჩვენ არ ვიღებთ ამ მიმართულებით მათ მიერ წამოსულ დირექტივებს და შესაბამისად, სხვა მიმართულებით უნდათ, რომ მოახდინონ ჩვენი დასჯა. მაგრამ ეს არის წითელი ხაზი. ქართული საზოგადოება არასდროს ვერ შეეგუება, სულ რომ ქართული ოცნება“ არ იყოს ხელისუფლებაში ამ მიმართულებით რაიმე შერბილებას პოზიციების.
ყველას იმედი ჰქონდეს, რომ სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში ამ მიმართულებით ლაპარაკიც კი წარმოუდგენელია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი.