1740337798
„ეს კვირა გაკვეთილებზე ვერ შევიდა... ტკივილები ჰქონდა...“ - დათის დედა

დათი ქოქრაშვილს ბევრი წარდგენა აღარ სჭირდება - 9 წლის მოზარდი შარტავას ქუჩაზე მომხდარმა შემთხვევამ სრულიად საქართველოს გააცნო და შეაყვარა.
დათი ისრაელიდან გერმანიაში 2 თვის წინ გაემგზავრა და როგორც იცით, სწავლას ონლაინ რეჟიმით განაგრძობს. „პრაიმ ტაიმი“ დათის დედას, ქრისტინე მამუკაშვილს ესაუბრა.
ქრისტინე მამუკაშვილი: ამ ეტაპზე, სიახლე არ გვაქვს. ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ, ინფექციების ეშინიათ და ხელს ვერ ჰკიდებენ... რა თქმა უნდა, მოვიწყინეთ, სახლში უნდა, მაგრამ ჯერ ვერ მოვდივართ.
- როგორ სწავლობს, ხომ არ ზარმაცობს?
- აი, მაგალითად, ეს კვირა საერთოდ ვერ შევიდა გაკვეთილებზე, მთელი ღამეები ტკივილები ჰქონდა და დილამდე ვერ იძინებდა... ხან ასე ვართ, ხან ისე.
- რა ენატრება ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად ენატრება სახლი, თავისი ძმები და თავისი საყვარელი ძაღლი....
დახმარების მსურველთათვის:
TBC: #GE05TB7962745064300024;
BOG: #GE90BG0000000101545483.
მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა
0901 000 903. (მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის). ზარის საფასურია 1 ლარი.