„ეს ის ახალგაზრდაა ვარჯიშის დროს პანკისში, მამის თვალწინ რომ დაიღუპა, დიდი ტრაგედიაა საქართველოსთვის“ - რას წერს პანკისის მკვიდრი

16 წლის ბიჭი

პანკისში ვარჯიშის დროს გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის, ვასიკო სიხარულიძის შესახებ სოციალურ ქსელში პანკისის მკვიდრი გურამ ხანგოშვილი წერს.

„ეს ის ქისტაურელი ახალგაზრდაა გუშინ ვარჯიშის დროს პანკისში მამის თვალწინ რომ დაიღუპა, მძიმეა მისი ოჯახის ხვედრი, წარმოუდგენლად დიდი ტრაგედიაა საქართველოსთვისაც ასეთი ახალგაზრდის დაღუპვა, ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს ნათელი და სანთელი მის უდროოდ დაფერფლილ სიცოცხლეს...

ნეტა პანკისში არ დაგმართნოდა ეს უბედურება ვასიკო, მაგრამ სპორტში ყველაფერი ხდება, რამდენ რამეზე ფიქრობდი ალბათ ოცნებებში დაფრინავდი და როგორ დაიფერფლა ეს ყველაფერი ასე უცბად.

ერთი ხელის მოსმით განადგურდა ნალოლიავები ოჯახი, წარმომიდგენია რა ჩაუქრობელი ღადარი ანთია შენი მშობლების გულში, როგორ უცბად ჩაქრა შენი სანთელი, რომელიც ლამპარივით წინ მიუძღოდა შენს მშობლებს, მამაშენი მეცოდება ვასიკო რომელიც შენს სიკვდილს შეესწრო რომელიც შენს ვარჯიშს ესწრებოდა, წარმომიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა უბედური როგორ უნდა ეთქვა დედაშენისთვის.

რა ცუდად დაასრულე სიცოცხლე რომელზეც იმედებს ამყარებდით შენც და შენი ოჯახობაც, როგორ ჩაუმწარე სიბერე პაპაშენს შენს მოსახელეს და ბებიას ქალბატონ შორენას. ვიზიარებ საქართველოს უდიდეს ტრაგედიას მსუბუქი იყოს შენთვის ის ქისტაურის მიწა რომელზეც ორიოდე დღის წინ სიამაყით დააბიჯებდი ამის შემდეგ უსასრულოდ რომ გაგრძელდეს ცხოვრება შენ ისევ თექვსმეტი წლისა იქნები.ნახვამდის ვასიკო ნახვამდის...“, - წერს ხანგოშვილი.