ეს ინფორმაცია ფერმერებისთვისაა - ნახეთ როგორ შეიმსუბუქებთ შრომას

ფერმერები

რობოტები, რომლებიც 2021 წელს ფერმერებმა პირველ დამხმარეებად აღიარეს - ამის შესახებ ვრცელ სტატიას agrokavkaz.ge წერს. 

დემოგრაფიულმა საკითხებმა ფორუმებიდან პრაქტიკაში გადასაჭრელ პრობლემებამდე გადმოინაცვლა და პირველი, რა თქმა უნდა, მოსახლეობის საკმარისი საკვებით უზრუნველყოფაა.

საკვების მწარმოებლებმა, ფერმერებმა, უნდა შეძლონ გაზრდილ მოსახლეობას მიაწოდონ პროდუქტი შესაბამისი რაოდენობით, დროის მოკლე პერიოდში.

ამ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილავთ 2021 წლის პოპულარულ რობოტექნიკას, რომელმაც ფერმერის შრომა მნიშვნელოვნად შეამცირა.

ეკორობოტიქსი (Ecorobotix): მზის ენერგიაზე მომუშავე, მთლიანად ავტომატიზირებული დრონი, რომელსაც ასევე GPS სისტემა აქვს. რობოტი კამერის მეშვეობით არჩევს სარეველას და ჰერბიციდს ასხურებს მხოლოდ შესაბამის ფართობზე.

ამ ტექნოლოგიით 90%-ზე ნაკლები ჰერბიციდი გამოიყენება, რომელიც 30% – ით უფრო იაფია, ვიდრე ტრადიციული წამლობების შემთხვევაში. დრონს შეუძლია დღის განმავლობაში სამი ჰექტარი დაფაროს. რობოტის ზედა ნაწილი დაფარულია ფოტოელექტრული მზის პანელებით, რომლებიც ენერგიის მუდმივ მიწოდებას უზრუნველყოფენ.

ციტრუსის საკრეფი რობოტი (Energid Citrus Picking System): რობოტი იდეალურია ციტრუსის ბაღებისთვის. სისტემის ხარჯი, ადამიანური რესურსით კრეფის ხარჯთან შედარებით ბევრად დაბალია. რობოტი იყენებს ქსელურ კრეფის მექანიზმს. სისტემას შეუძლია ხილის კრეფა ყოველ 2-3 წამში, რაც ოპერაციების დროს ზოგავს.

რუბიონი (Rubion): ბელგიური რობოტექნიკის მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოშვებული მარწყვის საკრეფი რობოტი. რუბიონს შეუძლია ნავიგაცია სათბურებსა და ტუნელებში, აფასებს მარწყვი მოსავალს, ადგენს  და იღებს მწიფე მარწყვს. რობოტი ნაყოფს დაზიანების გარეშე წყვეტს, წონის და დებს კონტეინერში. რუბიონს შემდეგი კრეფის პერიოდის გამოთვლაც შეუძლია, რაც ფერმერს ოპერაციების ეფექტურად დაგეგმვაში ეხმარება.

Blue River LettuceBot 2: Blue River კომპანიის ეს გამოგონება, პირველ რიგში, სალათების მწარმოებლებისთვის გამოდგა მომგებიანი. სისტემა მაგრდება ტრაქტორის ბოლოში, დეტექტორის მეშვეობით ადგენს სარეველა ბალახებს და მხოლოდ ამ ნაწილზე ასხურებს ჰერბიციდს. ამასთან ერთად, კულტურის ანალიზის შემდეგ, აგროვებს ინფორმაციას მავნებლებისა და დაავადებების შესახებ, სად არის საჭირო ფუნგიციდებისა და ინსექტიციდების გამოყენება.