1769284719
„ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, მონელება უკეთესი ხდება..." - არუნ ხათრი საუზმისთვის საჭირო პროდუქტებზე
ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა.
სპეციალისტმა ის საკვები პროდუქტები დაასახელა, რომლებიც საუზმეზე უნდა მივირთვათ.
ხათრი ამბობს, რომ აუცილებელია საუზმე შეიცავდეს ნახშირწყლებს, ცილას, ცხიმს და ბოჩკოს, რომ მთელი დღის განმავლობაში ენერგიულობა შევინარჩუნოთ:
„საუზმე არის პირველი საჭმელი, საუზმეზე უნდა ჭამო კარგად. საუზმე უნდა შეიცავდეს ნახშირწყლებს, ცილას, ცხიმს, ბოჩკოს.
ჩვენს თეფშს თუ დააკლდა ერთი კომპონენტი, ეს უკვე სრული საჭმელი არ არის და არ ვარგა ის. ნახშირწყლები ბოლოსკენ უნდა მიიღო, რომ სტაბილურად იყოს მთელი დღე ენერგია...
ქიშმიშიანი წყალი არის გლუკოზისა და ბოჭკოს შემცველი. ქიშმისიან წყალს უნდა მოერიდონ დიაბეტიანი ადამიანები... მათთვის არის, ვისაც ენერგია არ აქვს. ქიშმიშიანი წყალი რკინის რაოდენობას მატებს... წყალში დამბალი ქიშმიში, თავის წყლიანად უნდა დალიო... შეგიძლიათ ბავშვებსაც მიაღებინოთ... ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია ნაწლავებისთვის, მონელება უკეთესი ხდება, ეს მათთვის არის ვისაც ქრონიკული ყაბზობა აწუხებს.
კაკაო არის სუპერ საკვები. ბუნებრივ კაკაოში შედის მაგნეზიუმი, რაც კუნთებისთვის, ნევროზული სისტემისთვის საჭიროა.
მიწის თხილში შედის ცილა და ბოჭკო და ერთ-ერთი იაფი პროდუქტია. ინდოეთში მას ღარიბების ნუშს ეძახიან. სარგებელს ვირებთ მოხალული მიწის თხილის შემთხვევაშიც. ღამთ შეგიძლიათ წყალში დატოვოთ და დილით მიირთვათ. სელისა და ჩიას თესლში შედის ომეგა სამი.
პური შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მოხარშული გოგრით, მასში შედის ა ვიტამინი, რომელიც ადამიანს მთელი დღე სჭირდება, კარგია თვალის ჯანმრთელობისთვის, ბოჭკოც შედის...“ – ამბობს არუნ ხათრი.











