„ეს დღეები გვიჩვენებს, როგორ უყვარს ხალხს პატრიარქი. ის ნამდვილად ჩვენი გამაერთიანებელი და ეპოქალური პიროვნებაა“ - დეკანოზი მალხაზ ჭანტურია

მალხაზ ჭანტურია

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. უწმინდესთან და უნეტარესთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან.

ეკლესიის კარი 24 საათი ღიაა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ხვალ და ზეგ, საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ.

„ეს დღეები გვიჩენს როგორ უყვარს ჩვენს ხალხს პატრიარქი. ის ნამდვილად ჩვენი გამაერთიანებელია და ნამდვილად ეპოქალური პიროვნებაა ეროვნული გმირების გვერდით. ყველა, განურჩევლად რწმენისა და ეროვნებისა, პატრიარქმა ღმერთთან მიიყვანა და ძალიან ბევრს მიიყვანს კიდევ. გააერთიანებს და გაამთლიანებს, ზეციდან შეგვეწევა“, - აღნიშნა დეკანოზმა მალხაზ ჭანტურიამ.

ქვეყანაში 22 მარტის ჩათვლით გლოვის დღეებია გამოცხადებულია. უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ.