ეს ავტორი ყოველთვის არის რეალური განწყობების გამხმოვანებელი თუ რა ხდება ევროპის პოლიტიკურ თუ ჩინოვნიკურ კულუარებში - ირაკლი ქადაგიშვილი იოზვიაკზე

ირაკლი ქადაგიშვილი

რიკარდ იოზვიაკი ყოველთვის რეალური განწყობების გამხმოვანებელია - ამბობს მმართველი გუნდი, რითაც კიდევ ერთხელ ეხმიანება "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის სტატიას, სადაც საუბარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დახურული სხდომის დეტალებზე იყო.

ტექსტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ლიდერებს საბოლოოდ "ქართულ ოცნებასთან" მოუწევთ მუშაობა, რადგან როგორც იოზვიაკმა თავად ლიდერებისგან მოისმინა, არის განცდა, რომ ის მოედანზე ერთადერთი მოთამაშეა.

გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს არჩევნების გაყალბების პირდაპირი მტკიცებულება. ტექსტში განსხვავებულ თემებზე აკეთებს აქცენტს ოპოზიცია.

"ეს ავტორი ყოველთვის არის რეალური განწყობების გამხმოვანებელი თუ რა ხდება ევროპის პოლიტიკურ თუ ჩინოვნიკურ კულუარებში. აქედან გამომდინარე, მისი ასეთი სტატიები იქნება თუ საინფორმაციო გამოსვლები, გარკვეულ ჭეშმარიტებასთან და რეალურობასთან ახლოს დგას ხოლმე", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.