„ეს არის საუკეთესო დრო იმისთვის, რომ იოცნებოთ“, - მიხეილ ცაგარელი ასახელებს თარიღს, რომელიც სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ

ასტროლოგი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის შესახებ საუბრისას განმარტა, რომ 22 თებერვალი მნიშვნელოვანი თარიღია, რა დროსაც კოსმოსური ენერგია მეტად დადებითი იქნება.

ასტროლოგი გვირჩევს ჩავიფიქროთ სურვილი 22 თებერვლის 22:22 საათზე, რაც მაღალი ალბათობით დაგვეხმარება სურვილების ასრულებაში.

“განსაკუთრებულად მიაქციეთ ყურადღება 22 რიცხვს, 22.02.2022  ჩვენ ვხედავთ რომ არის ექვსი ორიანი, ეს არის ჯამში 12 რიცხვი 1+2 გვაძლევს 3-ს , 3 არის საკრალური სამების, რიცხვი, ღვთიური რიცხვი, ეს ნიშნავს, რომ 22-ში, სამშაბათ დღეს ხდება აკუმულაცია  ძალიან სასიკეთო კოსმოსური ენერგიებისა, ამიტომ ეს არის საუკეთესო დრო და დღე, 22 თებერვალს საღამოს 22 საათსა და 22 წუთზე, იმისთვის რომ იოცნებოთ, ჩაუთქვათ სურვილები ილოცოთ და რაღაც სასიკეთო გააკეთოთ, რაც გვაძლევს მაღალ ალბათობას იმისა, რომ ეს ოცნებები, სურვილები შემდგომში ახდეს“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.