შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1761662711
რამდენიმე თვის წინ გერმანიაში არათუ პარტია, ორგანიზაცია, ლამის არასამთავრობო ორგანიზაცია აკრძალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასამართლოც არ იყო საჭირო იმის გამო, რომ ის გერმანიის ხელისუფლებას და კანონმდებლობას არალეგიტიმურად აცხადებდა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„2016 წლიდან მოყოლებული, 2016 წელს არ აღიარეს პარლამენტის არჩევნები, 2018 წელს პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლას ცდილობდნენ, 2019 წელს პარლამენტის შტურმს, 2020 წელს არჩევნები არ აღიარეს, 2024 წელს არჩევნები არ აღიარეს - ეს ნიშნავს დემოკრატიის არაღიარებას.
რამდენიმე თვის წინ გერმანიაში არათუ პარტია, ორგანიზაცია, ლამის არასამთავრობო ორგანიზაცია აკრძალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სასამართლოც არ იყო საჭირო იმის გამო, რომ ის გერმანიის ხელისუფლებას და კანონმდებლობას არალეგიტიმურად აცხადებდა. გარედან მართულ ხელისუფლებად მიიჩნევდა და კანონებს არ აღიარებდა.
საქმე შეეხება არა იმას, არის თუ არა ვინმე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური, საარჩევნო კონკურენტი, არამედ იმას, რომ პარტიებს რეალური შესაძლებლობა აქვთ კონსტიტუციურ წყობილებას რისკი შეუქმნან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.