„ერთმანეთი „თბილისობაზე“ გავიცანით, 2012 წელს დავოჯახდით“ - შალვა პაპუაშვილის მეუღლე პირადზე

პაპუაშვილი

პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მეუღლე იხსენებს მათ შეხვედრასა და გაცნობის ისტორიას.

„ერთმანეთი „თბილისობაზე“ გავიცანით. საერთო სამეგობრო წრე გვყავს, საბოლოოდ, ჩვენი გზები 2011 წელს გადაიკვეთა და 2012 წელს დავოჯახდით. შალვა არის ძალიან ინტერესიანი, რამე იდეას თუ ჩაეჭიდა, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს. რაც მთავარია, ყველა საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და ყველაფერი მარტივად გამოსდის.

არის ძალიან მშვიდი და თავდაჯერებული. ჩართულია ელენეს სწავლის ამბებში, გვიან რომც მოვიდეს, მთელ დღეს უყვებიან ერთმანეთს. ელენემ რა ქნა სკოლაში, შალვაც უყვება და უყვართ ერთად დროის გატარება. ხშირად საუბრობენ ხოლმე“, - იხსენებს გვანცა სუთიძე „იმედის კვირაში“.

წყვილი მალე მეორე შვილის, ვაჟის მშობლები გახდებიან.