ერთჯერადად გაცემული 1 000 და 500 ლარი - რომელი ოჯახები მიიღებენ თანხას

ქართული ფული

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის - დედაქალაქის მერია.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ასევე ნახეთ - პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, 100 წლის იოსებ ტუხაშვილს ეწვია