ფრაზები, რომელსაც დაბალი IQ-ის მქონე ადამიანები ხშირად იყენებენ - შეამოწმე შენი თავი
1778705965
ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე - კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და მას საქართველო ევროკომისიას ხვალ გადასცემს. ევროკავშირში გაწევრიანება რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, ამის შესახებ მმართველ გუნდში საუბრობენ. ევროკომისიისგან და შემდეგ უკვე ევროსაბჭოსგან, სახელისუფლებო პარტიას პოზიტიური მოლოდინები აქვს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ახლა კი, შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.