„ერთგული უნდა იყო ქალისა… სიყვარულსა და ერთგულებაში დაბადებული ბავშვი სხვანაირი გაგვეზრდება…“ -  ფსიქოლოგი, შალვა ამონაშვილი

შალვა ამონაშვილი

 ფსიქოლოგი და პედაგოგი შალვა ამონაშვილი გადაცემაში „მამების დრო“  ოჯახურ ღირებულებებზე, მეუღლისადმი
დამოკიდებულებასა და ერთგულების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„თუ გვეყვარება ადამიანი, როგორც ღვთის შვილი, ცოლი, მარტო ცოლი კი არ არის, უფლის შვილია, თუ მე ის აღარ მიყვარს, მაშინ უფალიც არ მიყვარს… თუ ადამიანს პატივს არ სცემ ე.ი იმ წამს შენ ღმერთსაც არ სცემ პატივს… მეორე პირობაც არის, რაც კაცებს უჭირთ დაიცვან, ერთგული უნდა იყო ქალისა… რასაკვირველია არის ეგეთი რაღაც, გარბის, გამორბის, რაღაცას დაეძებს სულ, ქართული სიმღერის არ იყოს, ასეთია კაცის გულიო, რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც მოუნდება სხვისაო… მე რომ ამას ვამბობ, არ ნიშნავს რომ ეგეთი წმინდანივარ, ცუდები მაქვს, მაგრამ არ მინდა ეს ცუდები ჰქონდეს მამას… ბავშვი რომ იბადება ამ სიყვარულსა და ერთგულებაში, ის სხვანაირი გაგვეზრდება…“, – აღნიშნავს შალვა ამონაშვილი.