„ერთდროულად სამი პატარა სიცოცხლე მოევლინა სამყაროს, სამი ტყუპი გოგო – მარიამი, ნატალი და კატო დაიბადნენ…“ – გაგუას კლინიკა განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ

ტყუპები

„გაგუას კლინიკა“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მათ კლინიკაში 17 დეკემბერს სამი ტყუპი გოგო – მარიამი, ნატალი და კატო დაიბადნენ. კლინიკა ტყუპების დედასთან ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ნინი ირემაძე ამბობს, რომ ტყუპების დაბადება მისთვის უდიდესი ემოცია იყო.

 „გაგუას კლინიკაში კიდევ ერთი განსაკუთრებული ისტორია დაიწერა – ერთდროულად სამი პატარა სიცოცხლე მოევლინა სამყაროს.  სამი ტყუპის დაბადება ჩვენი გუნდისთვის დიდი ემოცია და ამავდროულად, უდიდესი პროფესიული პასუხისმგებლობა იყო.  გაგუას კლინიკა – ერთად პირველი ჩასუნქთვისთვის“, – წერს კლინიკა.