“ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე…” - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ასტროლოგი

საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, რაც ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ 3 სექტემბერს – ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეს, რადგან მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების, თაღლითობის და პროვოკაციების ალბათობა.

ვერძი  – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს მერყეობა და ორჭოფობა. ძალიან გაგიჭირდებათ ინიციატივის გამოჩენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, მით უფრო, რომ გადადების გარეშე მოგიწევთ აგვისტოში დაწყებული საქმეების დასრულება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში იჩინონ თავი იმ პრობლემებმაც, რომელთაც თავის დროზე არ მიაქციეთ სათანადო ყურადღება. ვერ შეძლებთ ვერც ძველი პროექტების განხორციელებას, რადგან ვერ მიიღებთ კოლეგათა და ხელმძღვანელთა მხარდაჭერას.

 

კურო –  მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მაგრამ მაინც გაგიჭირდებათ ახლობლებთან ურთიერთგაგების მოძიება, რაც სერიოზულად დაძაბავს მათთან ურთიერთობას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულის ხარჯვისას, რადგან არაა გამორიცხული სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ მოულოდნელმა ხარჯებმა. მოერიდეთ ინვესტიციებს, მსხვილ საყიდლებსა და კაპიტალის დაბანდებას.

 

ტყუპები – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. არ ღირს გაჯიუტება, რადგან ასე ძალიან გაგიჭირდებათ მეგობრებთან და ნათესავებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოძიება. მეტიც, არაა გამორიცხული მოგივიდეთ კონფლიქტი, რომელიც სერიოზულად გაზარალებთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, რადგან მაღალია სერიოზული ფინანსური შეცდომების ალბათობა. არ ენდოთ საეჭვო ადამიანებს, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს გაბმას თაღლითობასა და მაქინაციებში.

 

კირჩხიბი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ენთუზიაზმი და შრომის უნარი, თუმცა დედამიწის ნეგატიური ენერგოველი თქვენც შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს. არ ღირს მნიშვნელოვან პროექტებს შეჭიდება, რადგან შედეგი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იქნება. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მგზავრობისა და მოგზაურობისას. მოერიდეთ კამათს გარშემომყოფებთან, რადგან კონფლიქტებით მხოლოდ თქვენ იზარალებთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან ბევრი ეცდება თქვენს მოტყუებას.

ლომი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მაღალია, გაცივების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულის ხარჯვისას, რადგან არაა გამორიცხული დაუშვათ სერიოზული შეცდომა, რომლის გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ მეგობრებთან და კოლეგებთან კამათს, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და მხოლოდ საკუთარ ავს აზარალებთ.

ქალწული – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. ენერგეტიკული განახლებისა და აქტიური მოქმედების პერიოდია. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭისა და ლიდერული თვისებების გამოვლენას, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიება, რაც სერიოზული კონფლიქტებისა და დაპირისპირებების მიზეზი გახდება. არაა გამორიცხული პარტნიორებმა ეჭვი შეიტანონ თქვენს შესაძლებლობებში, რაც თქვენს წყენასა და გაღიზიანებას გამოიწვევს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, საქმის გარჩევა კი, უმჯობესია უკეთესი დროისთვის გადადოთ.

სასწორი – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მართალია, ძალიან არ გიყვართ კრიტიკა და სხვათა პრეტენზიის მოსმენა, მაგრამ მაინც მოგიწევთ შენიშვნების გათვალისწინება. არ ღირს კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს და სერიოზულ უსიამოვნებებს გამოიწვევთ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება კონკურენტებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან ჭორებითა და ინტრიგებით თქვენთვის პრობლემების შექმნას.

მორიელი – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, შეუპოვრობისა და მიზანდასახულობის გამოვლენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ფონი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას, რადგან შედეგი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იქნება, მით უფრო, რომ უამრავი ხელოვნურად შექმნილი წინაღობის დაძლევ მოგიწევთ, რომელთაც კონკურენტები შეგიქმნიან. არ ღირს ფარულად მოქმედება და საიდუმლო სასიყვარულო კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და სერიოზულად გაზარალებთ.

მშვილდოსანი – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტებისა და სერიოზული დაპირისპირებების ალბათობა. მართალია, ახლობლების მხარდაჭერის იმედით ზედმეტად ბევრ ვალდებულებას აიღებთ საკუთარ თავზე, მაგრამ ვერც დახმარებას მიიღებთ, ვერც გეგმებს განახორციელებთ.

თხის რქა – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, მოგეცემათ ინტელექტუალური და სულიერი განვითარების შანსი, მაგრამ სიზარმაცე არ მოგცემთ გააქტიურების და შანსების სრულად გამოყენების საშუალებას. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან შემცირებული ურთიერთგაგების ფონზე მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. არაა გამორიცხული მოგიწიოთ საკუთარი შეხედულებების გადაფასება და მანამდე დაშვებული შეცდომების აღიარება.

მერწყული – დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს დაძაბულობა და დისკომფორტი, რისი მიზეზი გარშემომყოფების მხრიდან თქვენს მიმართ პრეტენზიები გახდება. ეცადეთ, მშვიდად მოისმინოთ შენიშვნები და არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან ასე უფრო მეტად დაძაბავთ ურთიერთობას. არაა გამორიცხული მოულოდნელად შეგექმნათ ფინანსური პრობლემები, რომელთა გადაჭრა ძალიან გაგიჭირდებათ. მართალია, უსიამოვნებები სერიოზულად შეარყევენ თქვენს თვითრწმენას, მაგრამ მაინც არ ღირს იმედის დაკარგვა და ახლობლებზე გულის აცრუება.

თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, რაც გააქტიურების და გეგმების ნაწილობრივ განხორციელების საშუალებას მოგცემთ, თუმცა ძალიან გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმეების ბოლომდე მიყვანა, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. არაა გამორიცხული მოგიწიოთ პარტნიორთა  შენიშვნებისა და საყვედურების მოსმენა, რადგან თქვენს მიერ შესრულებული საქმე არ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, რადგან კამათით მაინც ვერ მიღწევთ სასურველ შედეგს. მოერიდეთ კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ამბიციების და ქედმაღლობის მოთოკვა, რაც მხოლოდ გარშემომყოფთა სერიოზულ გაღიზიანებასა და კონფლიქტს გამოიწვევს.

გეომაგნიტური დღეები – 2, 3, 5 და 7 სექტემბერი.