„ერისიონი“ სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

„ერისიონი“ სამძიმრის ინფორმაციას ავრცელებს:

„მწუხარებას გამოვთქვამთ „ერისიონის“ ყოფილი წევრის ლევან სამყურაშვილი გარდაცვალების გამო. 1986 წლიდან წლების განმავლობაში ის იყო „ერისიონის“ მომღერალი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ანსამბლის იმ პერიოდის წარმატებებში.

„ერისიონის“ სახელით, ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს“, - ვკითხულობთ ფეისბუკ პოსტში.