„ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა მივიღეთ" - ლევან კბილაშვილის დედა შვილის გარდაცვალების რეალურ მიზეზს ასაჯაროებს

კბილაშვილი

გარდაცვლილი 31 წლის მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"საზარელი დღე. ორი თვე უშენოდ. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაც მივიღეთ —ანევრიზმა—დიდხანს ვიკავებდი თავს , მაგრამ ვერ შევძელი... ლევანიკოს ამბავი სოც. ქსელით გავიგე, რამდენიმე საათი არ იყო გასული და გარდაცვალების მიზეზიც” დააზუსტა” ერთ-ერთმა ცნობილმა ქალბატონმა, რის საფუძველზე და რატომ ვერ გეტყვით. ორი თვე გავიდა და ლევანიკოს სიმღერა ყველგან ისმის, ლევანიკოზე ყველგან საუბრობენ, ლევანჩო ყველას ენატრება, ეს ხომ განსაკუთრებული შემთხვევაა, ამას ხომ დამსახურება უნდა? უნდა და ამიტომაა, რომ ლევანიკოს თაყვანისმცემლების რიცხვი ყოველდღე იზრდება.

არადა როგორ ოცნებობდა, როგორ უნდოდა ეს ასე ყოფილიყო, ამიტომ არ დაზოგა საკუთარი თავი, ამიტომ ჩქარობდა ყველაფერს....გააკეთა...მიაღწია....ჩუმად, თავისთვის....მოკრძალებულმა და უაღრესად პატიოსანმა ისე, რომ ერთ “ცუდ “ ადამიანსაც არ დაუტოვა რაიმე სათქმელი. ჩემო ლევანო, დე, ასეა და რა ვქნა, მეამაყები ძალიან კი არა სიტყვა

არ არსებობს შესაფერისი რომელიც შენ გეკადრება....ამიტომაც ვწერ და დავწერ შენთან მოსვლამდე", - წერს მელიტა ფურცელაძე.

ლევან კბილაშვილი 21 ივნისს, 31 წლის ასაკში, მოსკოვში მოულოდნელად გარდაიცვალა.