თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა
1737464607
მოცეკვავე მზია ორველაშვილი, რომელიც ამჟამად „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბევრ სეზონში მონაწილეობდა.
ის ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს, რომ ერთ-ერთი სეზონის შემდეგ ხერხემლის სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა.
„როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დასრულდა, მივიღე ხერხემლის სერიოზული ტრავმა და ამან გამოიწვია ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ისეთი სიტუაცია მქონდა, ცეკვაზე ფიქრი კი არა, შეიძლებოდა, გადაადგილებისთვის ეტლი დამჭირვებოდა…
ხანგრძლივი რეაბილიტაცია ორი თვის წინ დავასრულე. დღეს ექიმი მეუბნება, ისეთი მდგომარეობა გაქვს, თითქოს არასდროს გქონია პრობლემაო. უფალს მადლობა, რომ დღეს შემიძლია ცხოვრება გავაგრძელო და ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე…“
ასევე ნახეთ:
ბათუმში 26-ე სართულიდან კაცი გადავარდა
დღეს უმძიმესი დღეა - საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს შოვში სტიქიის დროს დაღუპულ შვიდ ადამიანს