,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება აბონენტებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 იანვარს, 11:00-დან 18:30 საათამდე დენი დროებით შეუწყდება აბონენტებს: სოფელ დიღომში, შოთა რუსთაველის, ფიროსმანის, გურამიშვილის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

11:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, აგატი, ქვემო არანისი, ჟინვალი, არანისი, ასევე სოფლებში ჩანადირთკარი, მლაშე, საშაბურო, ბოდორნა, ნაგლიანთკარი, ბაზალეთი, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში, ბაზალეთის ტბასთან.

15:30-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აცხადებენ კომპანიაში.