ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება
1771832155
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაქაქურები, ლამისყანა, ოძისი, თვაურები და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანი, წილკანი, მისაქციელი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.