„ენერგო-პრო ჯორჯია“აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

შეზღუდვა მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს, ასევე, სოფელ დიღომს შეეხება.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს, 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ცხვარიჭამია, ლელუბანი, კევლიანი, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:10 საათამდე და 14:50-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ბურიანი და მიმდებარე სოფლებში; 14:15-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, რენე შმერლინგის, ჩალიპირების და მიმდებარე ტერიტორიაზე; 15:30-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, სიმონიანთხევი, გორანა, თოლენჯი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.