,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

,,გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 აგვისტოს, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ქალაქ მცხეთაში: მუხრანის, აღმაშენებლის ქუჩებზე. 11:00 საათიდან 18:30 საათამდე - სოფლებში: წოდორეთი, ლისი, ცივწყარო.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, მლაშე, ბაზალეთი, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა, შალიკიანთკარი, საშაბურო, ჩუბინიანთკარი, პირმისაანი, ბაგიჭალა, ბაზალეთის ტბაზე.

10:00 საათიდან 19:00 საათამდე ელექტროენერგია გაითიშება სოფლებში: გუდაური, ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - ნათქვამია განცხადებაში.