გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 იანვარს 06:00-დან 08:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ზაჰესში, თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავჭალაში.
11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ქალაქ მცხეთაში არმაზის, გიორგობიანის, აღმაშენებლის ქუჩებზე; სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, ხეკორძი, ძველი ქანდა, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.