,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივლისს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბულაჩაური, ფაბრიკა და ბულაჩაური ფერმები; 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ცხვარიჭამია, ლელუბანი, კევლიანი, თეზამი, გლდანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.