"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ოქტომბერს 11:00-იდან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ზემო და ქვემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში.
11:00-იდან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს გუდაურში, ქუმლისციხეში, ზემო მლეთაში და მიმდებარე ტერიტორიაზე.
13:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით გაითიშება მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში და წეროვნის დასახლებაში, ხოლო 15:00-იდან 18:30 საათამდე დენი გაითიშება სოფელ თხინვალაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.