"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ამერიკული აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ამერიკული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება ჩვენი კოლეგის, რუსულის მასწავლებლის, ეკა გორდეზიანის შვილის — უაღრესად კეთილშობილი და ნათელი ადამიანის, ლუკა იოსელიანის გარდაცვალებას.
აკადემია გამოთქვამს დიდ მწუხარებას ამ ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს ლუკას მშობლებს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
ჩვენს საყვარელ ეკას ვუსურვებთ ძალასა და გამძლეობას ამ უმძიმეს დროს.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა ლუკას ლამაზი სული!“ - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.