„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 აპრილს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში სტალინის, ბექაურის, მწითურის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში: კობიაანთკარი, შალიკიანთკარი, სულიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში თხინვალა, ლისი და მიმდებარე ტერიტორიაზე;

11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში;

12:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, მუხრანი, წეროვანი, პატარა და ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში;

12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახუშტი ბატონიშვილის, ჩალიპირების, ავთანდილის, ანდრონიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ლისზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.