პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 ნოემბერს, 06:00 საათიდან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მსხალდიდი, ზემო ლისი, წოდორეთი, შვინდების მიწა და მიმდებარე სოფლებში;
10:00 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, ბოდორნა და მიმდებარე სოფლებში;
14:15 საათიდან 17:15 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში, ზაჰესში: თავისუფლების, ჭიჭინაძის, ყაზბეგის და მიმდებარე ქუჩებზე;
17:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში: გაბრიელ ათონელის, ზემოუბნის, დიდგორის და მიმდებარე ქუჩებზე.
მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.