1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის შეზღუდვა დუშეთსა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთში და დუშეთის რაიონის სოფლებში - ჟინვალი, ბიჩნიგაურები, ჩინთი, თანდილაანთკარი, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.