„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 

„11 ოქტომბერს, 10:00-იდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: სეთურნი, ქუმლისციხე, ზაქათკარი, არახვეთი, ქვეშეთი და მიმდებარედ.

11:50-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ცხვარიჭამია, სოფელი გლდანი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში;

13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: უნდილაანთკარი, ბაზალეთი, გრიგოლიანთკარი, მილახვრიანი და მიმდებარე სოფლებში;

15:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში კანდელაკის, რაზმაძის, ვართაგავას და მიმდებარე ქუჩებზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეული რეჟიმით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.