„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს 09:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, ბულაჩაური, მთა ვარცლა, კაიშაურები, ბაგა, მლაშე და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ბატონიშვილის, ზუტნერის, ჩალიპირებსა და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, ხურთისი და მიმდებარე სოფლებში;

12:20-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეგერაანები, ხაწირი და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.