ენდოკრინოლოგი განმარტავს, რამდენად სასარგებლოა კიტრისა და პომიდვრის ერთად მირთმევა

კიტრი პომიდორი

ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე ამბობს, რომ კიტრი და პომიდორი, ერთ-ერთი გემრიელი კომბინაციაა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერისა და მკვლევრის შეფასებით, ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებია. სასარგებლო რჩევების შესახებ ენდოკრინოლოგმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა: 

„კიტრის და პომიდვრის კომბინაცია, ერთ-ერთი გემრიელი კომბინაციაა, თუმცა ზოგიერთი მეცნიერისა და მკვლევრის შეფასებით, ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებია, რადგან ერთი მოითხოვს ტუტე ფერმენტებს მოსანელებლად, მეორე კი მჟავე ფერმენტებს მოსანელებლად და შესაძლებელია ამ ფერმენტებმა ერთმანეთი გაანეიტრალონ და ხელი შეუშალონ ბოსტნეულის მონელებას, თუმცა თუ ადამიანს არ აქვს კუჭ-ნაწლავის სისტემის მონელების სისტემები, ასევე ნაღვლის ბუშტის პრობლემები, რომელიც ართულებს ზოგადად ბოსტნეულის მონელებას, პერიოდულად არ იქნება ამ კომბინაციის მირთმევა პრობლემა...“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.