პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მწერალი, გიორგი კეკელიძე სააღდგომო პერიოდში მიცვალებულთა მოსაგონრად საფლავზე გასვლის ტრადიციას ეხმაურება.
"არაფერია სათაკილო და საქილიკო მიცვალებულთა დღის ,,აღნიშვნაში". არც ის, რომ სრულიად ახალგაზრდა ტრადიციაა. ყველაფერი ხომ ადრე თუ გვიან იღებს სათავეს. ადამიანი რიტუალური არსებაა. რიტუალი შიშების, მონატრების, ტკივილის დასაძლევადაა მოგონილი. კარნავალურობა რიტუალის ფორმათაგანია და ამ სცენების სხვებისთვის გაზიარებას და თანაგანცდის გამოწვევას გულისხმობს.
ზოგადად კი, არჩევანის ამბავი მგონია. მე მირჩევნია მამაჩემის საფლავზე სრულიად მარტო მივიდე, სხვებისგან ფარულად. ვიღაც ფიქრობს რომ საერთო დღე სჯობს. ზოგი არ დადის სასაფლაოზე - მიიჩნევს, რომ იქ მხოლოდ მატერიის ნარჩენები ელოდება და არა ახლობელი ადამიანი.
არავის არაფერს უშავებს სამარეზე კვერცხის გაგორება და ჭიქა ღვინის წაქცევა. ერთხელ ვიხუმრე და არც მთლად უკბილოდ: ,,გარდაცვლილთა დღეს კანონზომიერება იცვლება: თუ სხვა დღეებში მიცვალებულებს მიასვენებენ სასაფლაოზე, ახლა სასაფლაოდან მოასვენებენ სიმთვრალისგან "გარდაცვლილებს" - მეთქი. " კი, უსიამოვნო სანახავია ხსენებული სცენა. კი, ალბათ უფრო მოკრძალებულად სჯობს ეს ამბავი. მაგრამ კაცმა რომ თქვას, რა ჩემი საქმეა, ვინ რამდენს დალევს საკუთარ მკვდართან ანდა ვინ იცის, რა დარდს ახრჩობს ამ სმით ან ვის ეკუთვნის ეს დარდი; წასულის მონატრებას თუ აქ დარჩენილის ყოფას", - წერს კეკელიძე.