„ეკლესიის ეზოში გოგონამ მოირბინა... ეს ჩემთვის, თითქოს, ნიშანი იყო...“ - როგორ შეარჩია მეორე ქალიშვილის სახელი ჯანეტ ქერდიყოშვილმა

ნოე ჯანეტი

მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ცოტა ხნის წინ, მეორე ქალიშვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. ახლახან, ჯანეტმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს სახელის შერჩევის საკმაოდ უჩვეულო ისტორია გაუზიარა. როგორც ირკვევა, ლილის სახელს ახლა უკვე ორი სიმბოლური დატვირთვა აქვს:

„მშობიარობამდე 1 კვირით ადრე, წირვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში მოირბინა ჩემთან გოგონამ, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს.. შემომხედა და მკითხა: „მუცელში პატარა გყავს? და რა უნდა დაარქვათ?“ - ჯერ არ მოგვიფიქრებია, ვუპასუხე...

უეცრად გოგონა მეუბნება - „და ლილი რომ დარქვათ, არ გინდათ?“

ეს ჩემთვის, თითქოს, ნიშანი იყო, რადგან ნოეს დედიკოს ლილი ერქვა და ეს სახელი ყოველთვის მომწონდა... თითქოს, სითბოსა და სინაზეს აერთიანებს,“ - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.