,,ძმების გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული მუსიკალური სამყაროსათვის" - კულტურის სამინისტრო

ძმები

კულტურის სამინისტრო რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს ავრცელებს:

,,საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ანსამბლ ,,ძირიანის“ წევრის ნიკოლოზ გაგნიძისა და მისი ძმის, თორნიკე გაგნიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ნიკოლოზ გაგნიძე იყო ანსამბლ ,,ძირიანის“ მოქმედი წევრი, ხოლო თორნიკე გახლდათ ამავე ანსამბლის ყოფილი წევრი. მათ დიდი წვლილი მიუძღვით რაჭული ფოლკლორის აღდგენასა და პოპულარიზაციაში. ასევე, მათ გააცოცხლეს ძველი, რაჭული მივიწყებული სიმღერები და ცეკვები.

ძმების გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული მუსიკალური სამყაროსათვის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს ნიკოლოზისა და თორნიკეს ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.