„ძლიერი წვიმა, ტემპერატურის კლება და ქარის გაძლიერება“ - ამინდის უახლესი პროგნოზი

ძლიერი ქარი და წვიმა

მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, მზიანი და უნალექო ამინდი 31 მაისის დღის ბოლომდე შენარჩუნდება და პირველი ივნისს ისევ წვიმა და ქარი იქნება.

„31 მაისის ჩათვლით, მთელს საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. არამდგრადობა და სინოტივე შუადღისა და საღამოს საათებში ცალკეულ რაიონებში წვიმას და ელჭექს გამოიწვევს.

დასავლეთ საქართველოში, 31 მაისამდე 30-32 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, 31 მაისს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოშიც ჰაერი 30-31 გრადუსამდე გათბება.

1-ლი ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, [5 გრადუსით], საღამოს საათებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი წვიმა. მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც.