პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ჩემპიონს ძალისმიერ სამჭიდში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ალექსანდრე ყანდაშვილს, ფინანსური თანადგომა სჭირდება.
ყანდაშვილი, უკვე მესამე თვეა თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე დაავადებებით, ზონდირებულ კვებაზე, პრეკომატოზურ იმყოფება.
პაციენტს სჭირდება, ძვირადღირებული მედიკამენტები, სპეციალური საკვები და სხვადასხვა პროფილის ექიმები.
ალექსანდრე ყანდაშვილის ოჯახს, ფინანსური რესურსი ამოეწურა და საზოგადოების თანადგომის გარეშე, ჩემპიონის მკურნალობა ვერ გაგრძელდება.
ახალგაზრდა მამაკაცს, ინტრაცერებრალური სისხლჩაქცევა და არტერიო-ვენური მალფორმაცია, 2 იანვარს დაემართა. თავზე ჩატარებული უმძიმესი ოპერაციის შემდეგ, მისი მდგომარეობა ჯერჯერობით, არ გაუმჯობესებულა.
ალექსანდრე ყანდაშვილი, ამჟამად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომელია.
ალექსანდრე ყანდაშვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
პაციენტის დასახმარებლად, გახსნილია ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
#GE11BG0000000541611364
ლიბერთი ბანკი
#GE35LB0711163936400000
თანხის მიმღები: დედა-ლამარა(ციური) ტალიაშვილი.