„ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე - ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

ბასილაშვილი

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა, რომ მან ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა და რთული იყო ცრუ ბრალდებების მოსმენა.

მისი თქმით, ნელი დოროყაშვილი არის მისი შვილის დედა და მასთან დაკავშირებით ნეგატიურ კომენტარს არ გააკეთებს.

„ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო ორი წელია, ამ პროცესების გამო, ამიტომ მინდა დავიწყო ამ ურთიერთობების თავიდან აღდგენა. გაციებული ურთიერთობების გამოსწორება ჩემი ნაბიჯი იქნება ეს.

როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. პირველ რიგში ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის მთავარი. არ მინდა პირადზე ვისაუბრო, დავლაგდები გადავხარშავ ცოტას და შემდეგ. მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას,ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ დადგა სამართლიანი გადაწყვეტილება.

ვნერვიულობდი, ზოგადად ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩემი ხმა იყო გაშვებული სატელევიზიო სივრცეში  ძალიან არასწორად და ამან იმოქმედა ჩემზე. შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს. ამდენი ცრუ ბრალდება ძალიან  რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა“, - განაცხადა მიკოლოზ ბასილაშვილმა