ტელეწამყვანი ალეკო თხილაიშვილი გარდაიცვალა

ალეკო თხილაიშვილი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, გადაცემა „გასტრომოყვარულის“ ავტორი და წამყვანი – ალეკო თხილაიშვილი.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ის თავდაპირველად რადიოში მუშაობდა, შემდეგ კი ტელევიზიაში. ალეკო თხილაიშვილი აჭარის ტელევიზიის გუნდის წევრი 15 წლის განმავლობაში იყო.