დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
საიდან არის ცნობილი, პარტიების აკრძალვის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე რა პოზიცია აქვს მოსამართლეს? ეს არის კანონის უხეში დარღვევა. მოსამართლემ აზრი თუ წინასწარ გამოთქვა, ეს მოსამართლე სერიოზული დამრღვევი ყოფილა და მისგან ნეიტრალურობას არ უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმადაც: „საკონსტიტუციო სასამართლოში დაპირისპირებაა პარტიების აკრძალვის საკითხზე, მათ შორის განსხვავებული პოზიცია აქვს გიორგი კვერენჩხილაძეს“.
„ასე ჭორაობა გამოგვივა, იქნებ, გიორგი კვერენჩხილაძე მხარს უჭერს, თქვენთვის საიდან არის ცნობილი? მას დიდი ხანია, ვიცნობ და ვიცი, რომ ისეთი პროფესიონალი არ არის, რომ განსახილველ საკითხზე აზრი წინასწარ გამოეთქვა. სასამართლოდან ხმა ვისგან გამოვიდა? – მათი პოზიცია არ ვიცი. სარჩელს არ დაწერ, თუ მოლოდინი არ გაქვს, რომ მოიგებ. ამ პარტიების საქმიანობა ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. დანარჩენი მაშინ გაირკვევა, როცა სასამართლო სხდომა ჩაინიშნება. მათ საშუალება ექნებათ, ამტკიცონ, რომ სარჩელს საფუძველი არ აქვს. მაქვს მოლოდინი, რომ სარჩელი დაკმაყოფილდება. ყოველ შემთხვევაში, სურვილი ასეთი მაქვს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.