„ძალიან ადრე და მოულოდნელად გაფრინდა ზეციურ სამყაროში... მთელი ქალაქი გლოვობს და განიცდის“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

ლილე

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. როგორც ფეისბუკგვერდი „ზუგდიდელები“ წერს, ზუგდიდში, 15 წლის გოგო გარდაიცვალა.

„ლილე ჯიჭონაია მხოლოდ თხუთმეტის შესრულდა და... ძალიან ადრე და ძალიან მოულოდნელად გაფრინდა ზეციურ სამყაროში. მთელი ქალაქი გლოვობს და განიცდის. „ზუგდიდელები“, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ზუგდიდელების სახელით უცხადებს სამძიმარს“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.   

15 წლის გოგო ზუგდიდში გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.