ძაღლს, რომელმაც სამეგრელოში რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლი

ძაღლი, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.

ის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. მისი სიკვდილის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.

რაც შეეხება დაზარალებულ ადამიანებს, მათ პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. ამის შესახებ მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა როზა ჯანაშიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 22-იდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

დანარჩენებს მოუწევთ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება, რაც ოთხ აცრას მოიცავს.