დირბის საჯარო სკოლაში ტოპები, დეკოლტეები, კორსეტები და დახეული ჯინსები აკრძალეს

დირბის საჯარო სკოლა

დირბის საჯარო სკოლაში ტოპები, დეკოლტეები, კორსეტები და დახეული ჯინსები აკრძალეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სკოლის დირექტორი წერს.

„I-VI კლასის მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ სასკოლო ფორმით, ცისფერი პერანგითა და მუქი ლურჯი შარვლით/ქვედაბოლო.

შეთანხმებისამებრ: ზედა კლასებში აკრძალულია ტოპი, დეკოლტე და კორსეტი, დახეული ჯინსი“, - წერს სოციალურ ქსელში ლევან ყაულაშვილი.