„ დილის 12 საათი იყო, ბავშვებთან დავინახე... “ - კასპში გაუჩინარებულ 14 წლის გოგოს ამ დრომდე ეძებენ

კასპი

კასპში გაუჩინარებულ 14 წლის გოგოს, ამ დრომდე, ეძებენ.

,,პოლიცია იყო მოსული, ვერ პოულობენ, თბილისისკენ და გორისკენ მიმავალ " მარშუტკების" მძღოლებსაც დაურეკეს.

გუშინ 12 საათი იყო დილით იმ ბავშვებთან ერთად დავინახე ვისთანაც სტუმრად იყო, ამ ბავშვებთან ერთად სახლში შედიოდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჩემმა ბიჭმა მითხრა, რომ დედა სტუმარი დაიკარგაო... რომ დაიწყეს ძებნა მოიკითხეს ვერსად ვეღარ ნახეს..

გუშინ, სამ საათზე გაუჩინარდა, 14 წლის არის. არანაირი ვერსია არ გვაქვს. ყველა ნათესავთან მოვიკითხეთ“, - ამბობენ ოჯახის ახლობელია მედიასთან საუბრისას.