1767110152
დიდუბეში, ევდოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
დიდუბეში ევდოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, 4 ათას კვ.მ. ფართობზე იგება ასფალტის ორფენიანი საფარი, მოწყობილია ტროტუარი. სამუშაოების პირველ ეტაპზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. სრულად განახლდა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები.
სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონს ლარს შეადგენს. ადგილზე არსებულ ვითარებას დიდუბის გამგებელი საკრებულოს მაჟორიტართან ერთად გაეცნენ.











