რატომ არ უნდა მოკლათ გველი - როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
1749759661
55 წლის დარენ ფრინსმა ნუცა ბუზალაძეს ხელი სთხოვა. დარენი ნუცას მუსიკალური აგენტია.
ყურებამდე შეყვარებული ცნობილი აგენტი თავის პოსტში მადლობას უხდის ნუცას, რომ ხელის თხოვნაზე დადებითად უპასუხა.
დარენ ფრინსი: როგორც ამბობენ, "ღმერთი იცინის, სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ". ნუცა ბუზალაძეს 2 1/2 წინ შევხვდი და დავიწყე მასთან მუშაობა; ეს იყო americanidol-ის ფინალში მისი საოცარი შესრულების შემდეგ. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ერთმანეთს ჩვენი ღვთის სიყვარულით, ჩვენ-ჩვენი სულიერი ცხოვრების წესით და საუკეთესო მეგობრები გავხდით. ერთმანეთს ძალიან ბევრ რამეს ვუზიარებდით ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ.
წელს, როდესაც შენ გადაწყვიტე ლოს-ანჯელესში კარიერის გასაგრძელებლად გადმოსვლა, არცერთი ჩვენგანი არ მოელოდა იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. ორივე ჩვენ-ჩვენი პიროვნული განვითარების რუტინით ვიყავით გართული და შენ ჩემიც დაამატე შენსას. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს შორის პასუხისმგებლობისა და სიყვარულის სიხშირის ნელ-ნელა ამოქმედება.
შენ უზარმაზარი გული და თავდაუზოგავი შრომის ეთიკა გაქვს, ყოველთვის ბედნიერი და ერთგული ხარ. გადამდები ენერგიით ანათებ ყველა ოთახს, რომელშიც კი შედიხარ. მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ვიყო და ჩემთვის, შენს გვერდით ყოფნა, როგორც შენი დამცველისა და პროფესიული ხელმძღვანელისა, პრივილეგიაა.
მადლობა, რომ თქვი - კი"-დაწერა დარენმა.
ახლა მან ნუცასგან საჩუქარი მიიღო.