დიდი ხნის წინ ამერიკაში წავიყვანეთ აუტისტი ბავშვების მშობლები, არასდროს დამავიწყდება ემოციები“ - რას იხსენებს სალომე სამადაშვილი

სამადაშვილი

პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი იხსენებს ეპიზოდს, როდესაც ამერიკაში, ერთ-ერთ ოგანიზაციაში წაიყვანეს ოჯახი, რომელსაც აუტისტი ბავშვი ჰყავდათ.

„დიდი ხნის წინ ამერიკაში წავიყვანეთ აუტისტი ბავშვების მშობლები და მათ პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციები. მიზანი იყო, შეესწავლათ, როგორ დაიცვან მათი უფლებები, გაუუმჯობესონ ცხოვრება და საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ თავი.

არასდროს დამავიწყდება მათი ემოცია, როდესაც ნახეს, როგორ ზრუნავს ამ სრულიად დაუცველ ადამიანებზე საზოგადოებაც და სახელმწიფოც ამერიკაში. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, პროგრესის ნაცვლად, აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ჩაგრავს სახელმწიფო.

ნათია გოგსაძის შვილის ამბავი წარმოუდგენელი სირცხვილია, ჩვენი, როგორც საზოგადოების, რადგან ამას ვეგუებით. წერტილი“, - წერს სამადაშვილი.