„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
საქაშეთის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„დიდი ელდაა სკოლისთვის და მოუშუშებელი ტკივილი დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკული გარდაცვალება.
ბიჭი, რომელმაც ყველას შეაყვარა თავი. ენერგიული, სიცოცხლით სავსე, მოსიყვარულე და მეგობრული.
მისი ურთიერთობა თანაკლასელებთან სიყვარულით იყო გაჯერებული. მასწავლებლების მიმართ თავაზიანი და კეთილგანწყობილი. საზოგადოებისთვის ზრდილი და კეთილი.
დიდი დანაკლისია სკოლისთვის, სოფლისთვის, ქვეყნისთვის სიცოცხლეზე შეყვარებული ბიჭის გარდაცვალება.
გულისტკივილითა და დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მის მეგობრებს და სრულიად სასკოლო საზოგადოებას ჩვენი სკოლის მე-11კლასის მოსწავლის, დაჩი მოგელაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას.
ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა დაჩი! სიყვარულით გვემახსოვრები მარად“,- ნათქვამია გავრცელებულ წერილში.