მაგნიტური ქარიშხალი 2025 წლის სექტემბერში: ასტროლოგებმა თვის ყველაზე საყურადღებო თარიღები დაასახელეს
1757016593
თბილისში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
6 ტურის შემდეგ 4,5 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია 17 წლის დიანა ლომაია ხობიდან.
I ადგილზე გასული მოჭადრაკე მოიპოვებს მსოფლიო იუნიორთა ჩემპიონატის საგზურს, ასევე 2023 წლის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
დიანა ლომაიამ რამდენიმე წელიწადში მოახერხა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მოპოვება განსხვავებულ ასაკობრივ კატეგორიებში, ასევე პრესტიჟული ნაციონალური და საერთაშორისო ტურნირების მოგება.
2015 წელს იგი შეუერთდა ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბს — „ნანა“, რომელსაც ფიდეს მწვრთნელი, დათო კოდუა ხელმძღვანელობს.
მან 2018 წელს საქართველოს ნაკრების სახელით მონაწილეობა მიიღო ქალთა XXVIII საჭადრაკო ოლიმპიადაზე.
გასულ წელს კი მოიგო საქართველოს ქალთა ჩემპიონატის პირველი ლიგა,ამავე წელს მსოფლიო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიიღო საერთაშორისო ოსტატის წოდება.
ჩემპიონატი დასრულდება 13 აგვისტოს.
ავტორი: თეა შონია